„მსურველთა კოალიცია“ ხვალ შეხვედრას გამართავს

„მსურველთა კოალიცია“ ხვალ შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას Sky News-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ვიდეო ფორმატში ჩატარდება.
შეგახსენებთ, ორშაბათს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უმასპინძლა.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შეათანხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)