მსურველთა კოალიცია – უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს, ნებისმიერმა გადაწყვეტამ მისი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს

“მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.
„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს [უკრაინის] გრძელვადიან უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
კოალიცია „მიესალმა გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატო-ს მოკავშირეების სრული ჩართულობით“ და დაეთანხმა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება.
ასევე, კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობას მხარი უნდა დაუჭიროს „უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებმა“ და განაცხადა, რომ მისი ლიდერები -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით.
ცნობისთვის, ვირტუალურ შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები და ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის -ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია