„მსურველთა კოალიციამ“ განიხილა, როგორ შეიძლება პუტინზე შემდგომი ზეწოლა

„მსურველთა კოალიციის“ წევრებმა დღეს მორიგი ვირტუალური შეხვედრა გამართეს, რომლის მთავარი აქცენტი ვაშინგტონში 18 აგვისტოს გამართული დისკუსიების შესახებ კოალიციის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა დაუნინგ სტრიტმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მსურველთა კოალიციის“ დაგეგმვის ჯგუფები უახლოეს დღეებში შეხვდებიან თავიანთ ამერიკელ კოლეგებს, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ გეგმები უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაწოდებლად და ში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში დამხმარე ძალების განლაგებისთვის მოსამზადებლად.

„ლიდერებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება პუტინზე შემდგომი ზეწოლა – მათ შორის სანქციების გზით – განხორციელდეს მანამ, სანამ ის არ აჩვენებს, რომ მზად არის სერიოზული ზომები მიიღოს უკანონო შემოჭრის დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ს პრემიერ-მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ მისი ქვეყანა „მზადაა, ადგილზე სამხედრო ძალებით წვლილი შეიტანოს. მნიშვნელოვანია, რომ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდეს“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კანადის, იაპონიის, თურქეთის, ახალი ზელანდიის და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში შეხვედრის შედეგები „ძალიან რეალისტურად შეაფასეს“.

„ჩვენ ყველამ დავადასტურეთ უკრაინისთვის რუსეთთან ომში მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა“, – თქვა მან.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ დასავლეთი გაერთიანებულია „მშვიდობის ასაშენებლად და ჩვენი ერებისა და ხალხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.