მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პროდუქტი გახდა. 2023 წელს ქვეყანაში 3.162 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 84.5%-იან ზრდას აჩვენებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში, 1.949 მლრდ დოლარით, მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, საიდანაც იმპორტი 2.57 მლრდ დოლარი იყო.
135%-ით გაიზარდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. ჯამში, საექსპორტო ბაზრებზე 2.127 მლრდ დოლარის ავტომობილები გავიდა და საექსპორტო ბაზრების მთლიანი სტრუქტურა შეცვალა.
ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. ამ ქვეყანაში 617.9 მლნ დოლარის 16,831 ავტომობილი გავიდა. 1 ავტომობილის საშუალო ფასი 36,713 დოლარია. მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 519.8 მლნ დოლარით (39,896 ავტომობილი), მესამეზე აზერბაიჯანი – 437.2 მლნ დოლარით (22,393 ავტომობილი)
მსუბუქი ავტომობილების საიმპორტო ბაზრები 2023 წელს:
· აშშ – 1,832 მლრდ დოლარი (147 892 ერთეული)
· იაპონია – 566,601 მლნ დოლარი (25 263 ერთეული)
· გერმანია – 320,369 მლნ დოლარი (12 662 ერთეული)
· თურქეთი – 81,280 მლნ დოლარი (2 272 ერთეული)
· კორეა – 51,559 მლნ დოლარი (3 906 ერთეული)
მსუბუქი ავტომობილების საექსპორტო ბაზრები 2023 წელს:
· ყირგიზეთი – 617,921 მლნ დოლარი (16 831 ერთეული)
· ყაზახეთი – 591,856 მლნ დოლარი (39 896 ერთეული)
· აზერბაიჯანი – 437,233 მლნ დოლარი (22 393 ერთეული)
· სომხეთი – 298,552 მლნ დოლარი (17 337 ერთეული)
· რუსეთი – 67,133 მლნ დოლარი (4 966 ერთეული)