მსტისლავ ჩერნოვი: ალბათ პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი. მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო ისტორია… მადლობა უკრაინას!

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად აღიარა უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“. ის ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიჩნეული „ოსკარი“ მიიღო.

„20 დღე მარიუპოლში“ ს ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქზეა.

10 მარტს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა თქვა: ალბათ პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი. მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს ს, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია, რომ არ მოეკლა ათი ათასობით ჩემი უკრაინელი თანამემამულე, მე ვისურვებდი გათავისუფლდეს ყველა, საკუთარი სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ვინც ციხეშია. მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო ისტორია…მე არ შემიძლია შევცვალო წარსული, მაგრამ… ჩვენ ყველას ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ხალხს მსოფლიოში, შეგვიძლია უზრუნველყოთ რომ სიმართლე გაიმარჯვებს, რომ მარიუპოლელები და ის ხალხი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა, არ იქნებიან დავიწყებულები, რადგან კინო ქმნის მეხსიერებას, მეხსიერება კი ქმნის ისტორიას. ამიტომ, მადლობა თქვენ ყველას, მადლობა უკრაინას! Слава Україні! – მიმართა აუდიტორიას ჩერნოვმა.

მსტისლავ ჩერნოვი, როგორც სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. მსოფლიომ დიდწილად მათი წყალობით შეიტყო, რა ხდებოდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთის ჯარებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და დღითიდღე ანადგურებდნენ.

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე დაგაინტერესებთ