“მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს, პლანეტაზე ქაოსია, ხვალ შეიძლება ახალი ომები დაიწყოს…” – გადავურჩებით თუ არა მესამე მსოფლიო ომს?!

ა ელოდება მსოფლიოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს? ამ საკითხზე ანალიტიკოს ზურა ბატიაშვილს ვესაუბრებით.

– ჩვენს რეგიონში რეალურად დაიწყო ომი, რომელიც ადვილად და მალე ვერ დასრულდება. ისრაელს მიაჩნია, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან და დასწრებაზეა. ირანის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ისრაელის განადგურებაა. ამას საფრთხედ აღიქვამს და ამიტომ გადავიდა ვითარების გამწვავებაზე – შეტევა 13 ივნისს, ღამის 3 საათზე დაიწყო. მიზანში ამოღებული ჰქონდათ სამხედრო ობიექტები, რადიოლოკაციური სადგურები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე მეცნიერები, ასევე სამხედრო ლიდერები, აეროდრომები და ა.შ., რასაც საღამოს ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა. თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია. ჩვენ არ ვიცით, პასუხის პასუხის პასუხი როგორი იქნება და რა მოჰყვება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ამის შემდეგ უფრო მკაცრი იქნება და როგორც ჰქონდა გაცხადებული, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მიიტანს იერიშს ისრაელზე, მაშინ მან შეიძლება დაბომბოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა ირანში. ეს კი მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს ირანის ეკონომიკას. მაგალითად,

ირანის ელექტროენერგიის 2/3 გაზის გადამუშავების შედეგია და თუ დაიბომბა, ჩათვალეთ, რომ ირანს აღარ ექნება ელექტროენერგია რამდენიმე დღეში. ისევე, როგორც ნავთობიდან მიღებული შემოსავალია ირანისთვის მაცოცხლებელი არტერია და ისიც თუ აფეთქდა და უცხოეთში ვერაფერი გაიტანა, შემოსავალიც აღარ ექნება.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს