4 ნოემბერს, ნიონში, ქალთა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიაკციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. ირის ანტმანის გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.
C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. პირველად ვართ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სამი გუნდია. მეტოქეებს კარგად ვიცნობ. როგორც ადრე, ეს საკვალიფიკაციო ეტაპიც გამოწვევა იქნება ჩვენთვის. ჩვენი ლიგა მარტის შუა რიცხვებში დაიწყება, ამიტომ, დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ შესარჩევის სტარტს. გუნდური მუშაობით და საკუთარი თავის რწმენით შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა”.
საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის 3-7 მარტს, 14-18 აპრილს და 5-9 ივნისს გაიმართება.
NAKREBI.GE
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი – საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
საქართველო – მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
შვიდკაცა რაგბი. ევროპის ჩემპიონატი: ქალები მეცხრეზე, კაცები ბოლოზე




