მსოფლიო შინამეურნეობების ფინანსური აქტივები 2023 წელს 7,6%-ით გაიზარდა

მსოფლიო მასშტაბით, შინამეურნეობების ფინანსური აქტივები გაიზარდა 7,6%-ით 2023 წელს მდგრადი ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი ბაზრების ფონზე, რამაც სრულად მოახდინა წინა წლის ვარდნის კომპენსირება(მინუს 3,5%) ნათქვამია სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ის ყოველწლიურ Global Wealth Report-ში.
ამრიგად, 2023 წლის ბოლოს აქტივებმა 239 ტრილიონი ევრო შეადგინა. წმინდა აქტივებმა (ვალების გამოკლებით) შეადგინა 182 ტრილიონი ევრო, რაც თითქმის 15 ტრილიონი ევროთი მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.
ოჯახების ფინანსური აქტივები 2023 წელს მხოლოდ ორ ქვეყანაში დაეცა – ახალ ზელანდიასა და ტაივანში. აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდის ტემპი მსგავსი იყო 8%-ით, ამერიკელების კეთილდღეობის მაჩვენებელი გაიზარდა 8.6%-ით, ხოლო ჩინეთის სიმდიდრე 8.2%-ით. დასავლეთ ევროპის ქვეყნების რეზიდენტების აქტივები გაიზარდა 5%-ით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 1,5%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაციის გამო, 2023 წლის ბოლოს მოსახლეობის რეალური ფინანსური აქტივები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა 2020 წლის დონესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებით, ისინი 9.1%-ით გაიზარდა.
აქტივების ყველაზე მაღალი მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე არის შვეიცარიაში (382,91 ათასი ევრო) და -ში (314,93 ათასი ევრო), სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი სხვაობით. ამასთან, ვალების გათვალისწინებით, ამერიკელები უსწრებენ შვეიცარიელებს 260,32 ათასი ევროს მაჩვენებლით 255,44 ათასი ევროს წინააღმდეგ.
Allianz-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შინამეურნეობების ფინანსური აქტივები გაიზრდება 6.5%-ით 2024 წელს, კაპიტალის ბაზრებზე დადებითი ტენდენციის და ეკონომიკის სიძლიერის გათვალისწინებით. თუმცა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსალოდნელია უფრო ზომიერი ზრდის ტემპები – დაახლოებით 4-5%.
ფინანსური აქტივების ძლიერი ზრდისგან განსხვავებით, 2023 წელს შინამეურნეობების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა მხოლოდ 1.8%-ით (140 ტრილიონ ევრომდე), რაც ყველაზე მცირე ზრდაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური აქტივების კონცენტრაცია რჩება უკიდურესად მაღალი. მოსახლეობის 10%-ზე (დაახლოებით 570 მილიონი ადამიანი, რომელთა წმინდა აქტივების საშუალო დონე დაახლოებით 273,85 ათასი ევროა) 2023 წელს გლობალური სიმდიდრის 85,7%-ი მოდიოდა. თუმცა, ორი ათწლეულის წინ მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იყო – 91,9%.
interfax