QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ გამოაცხადა, რომ თხევადი გაზის წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდება, წელიწადში 16 მილიონი ტონით.- ამის შესახებ ინფრმაციას reuters ავრცელებს.
ეს მთლიანი წარმოების სიმძლავრის წელიწადში 142 მილიონ ტონამდე ზრდას გამოიწვევს.
კატარი თხევადი გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რომლისთვისაც კონკურენცია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა.
ფასების დაცემის მიუხედავად, გაზის ყველა მსხვილ მწარმოებელს, მათ შორის აშშ-ს, ავსტრალიასა და რუსეთს, სურს გააგრძელოს წარმოების გაზრდა, რადგან ისინი ფსონს მოთხოვნის შემდგომ ზრდაზე დებენ და შიშობენ, რომ მათი გაზი შეიძლება ზედმეტი იყოს ათწლეულების განმავლობაში, თუ ენერგოტრანზიცია “მწვანე” ენერგიას გააძვირებს.
ევროკავშირში გაზის ფასი იმ დონემდე დაეცა, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა მანამ, სანამ რუსეთი 2021 წელს მიწოდების შემცირებას დაიწყებდა, რაც იმედს აჩენს, რომ ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რეგიონში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს.