მსოფლიო სიმდიდრის 75% მოსახლეობის 10%-ის ხელშია კონცენტრირებული – კვლევა

„გლობალური უთანასწორობა 2026“ ანგარიშის თანახმად, 60 000-ზე ნაკლები ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის 0.001%) ფლობს პლანეტის უღარიბესი მოსახლეობის ნახევრის სიმდიდრეზე სამჯერ მეტს. ექსპერტები სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, იტყობინება The Guardian.
ანგარიში 200-მა მკვლევარმა შეადგინა. მათ აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, უმდიდრეს 1%-ს მეტი სიმდიდრე აქვს, ვიდრე უღარიბეს 90%-ს. უფრო მეტიც, სიმდიდრის უთანასწორობა 2025 წელს სწრაფად გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 10% მთელი სიმდიდრის 75%-ს ფლობს, ხოლო კაცობრიობის ნახევარი – 2%-ს.