კასაბლანკაში გამართულ მსოფლიო სერიების მესამე ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების სამივე ეტაპის დაჯამებული ქულებით 4-დან სამ წონით კატეგორიას ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ.
ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ყველაზე წინ კვლავ მამუკა კორძაიაა, +90კგ წონით კატეგორიაში ქართველ სპორტსმენს წელს ოქრო-ვერცხლი აქვს მოპოვებული და 22 700 ქულით რეიტინგში პირველ ადგილზეა.
I ეტაპის ჩემპიონსა და III ეტაპის ბრინჯაოს პრიზიორს, ლევან ქელეხსაშვილს (70კგ) 21 500 ქულა აქვს, ხოლო დათო ფირუზაშვილს(90კგ) – 16 700. ორივე მათგანი კორძაიას მსგავსად რეიტინგის ლიდერია.
17 700 მოპოვებული ქულით მეორე ადგილზეა ნიკა კენჭაძე(80კგ). იგი პირველადგილოსანს მხოლოდ 300 ქულით ჩამორჩება.
მსოფლიო სერიების მე-4 ეტაპს, 28-29 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქი კატერინი უმასპინძლებს.
