მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომა ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისია.
მისივე თქმით, მალე ლიბერალური ავადმყოფობა, ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება.
„ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისი! ტრამპის გაპრეზიდენტებით დაწყებული, ევროპული ლიბერალიზმის დეკადანსი, ამერიკის კონტინენტზე გადავიდა.
გერმანია ნიდერლანდები ბელგია საფრანგეთი ესპანეთი ავსტრია ბულგარეთი რუმინეთი დღეს კანადა და დიდი ალბათობით, მალე დიდ ბრიტანეთშიც გადადგება მთავრობა! მოკლედ, ლიბერალური სიგიჟის სივრცე ევროპის მასშტაბით, ბალტიის ქვეყნები და ლოკალურ დონეზე, ქართული რადიკალური ოპოზიცია დარჩება.
მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს. და ძალიან მალე, ლიბერალური ავადმყოფობა, როგორც კეთრი, ჯანსაღი ორგანიზმიდან – ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია