მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან

შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის ამბით, რასაც მკაცრად ვგმობ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას.
„კიდევ ერთხელ, მომსწრე ვართ პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების“, – აღნიშნა ბორელმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, “შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით”.
„პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში დიალოგი და პასუხისმგებლობა სძლევს სიძულვილსა და ძალადობას“.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდაც.
”მტკიცედ უნდა დავდგეთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიას გამოწვევას უქმნის“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.
ს პრემიერ მინისტრმა მ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული არიან დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.
„ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ