მსოფლიო ლიდერები და ქართველი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპზე თავდასხმას

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლ ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.
„შოკირებული ვარ სროლით, რომელიც -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა.
დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
“პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. მკაცრად ვგმობ თავდასხმას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტრამპზე თავდასხმას.
„შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა”- ეს ევროპარლამენტის თავმჯდომარის, რობერტ მეცოლას გამოხმაურებაა.
„შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მე მკაცრად ვგმობ. კიდევ ერთხელ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ ძალადობის მიუღებელ აქტებს“, – დაწერა X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
“საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკს და აღშფოთებას” – ასე დაგმო ძალადობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის“, – დაწერა მომხდარიდან მალევე ს პრემიერ-მინისტრმა მ X-ზე.
“ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მ X-ზე და აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია მომხდარით.
დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან საქართველოშიც.
“ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურებაა X-ზე. მისი ინგლისურ ენაზე გაკეთებული შეფასება ამ პლაფორმაზე განსხვავდება ფეისბუკზე ქართულად დაწერილი სტატუსისგან, სადაც არარსებულ და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოგონილ “გლობალური ომის პარტიას” ახსენებს.
“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს” – ესაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული შეფასება.
კობახიძემდე “გლობალური ომის პარტია” ტრამპთან კონტექსტში ახსენა დეპუტატმა მ.
“პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.
საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…” – წერს დეპუტატი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
“იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა” – ამ ტექსტით უსურვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დონალდ ტრამპს და გამოხატა შეშფოთება მომხდარის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”