მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

იტალიაში, ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების მეორე დღეს, ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა,საფინალო ბრძოლა ანგარიშით 9:15 პოლონელ კინგა დროჟთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ჯამში ორი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა – ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ოქროს მედალოსანია, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი ხმალში აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი