მსოფლიო თამაშებზე სამსაჯოდ თათი მელუა მიიწვიეს

2025 წლის 7 აგვისტოს ჩინეთის ქალაქი ჩენდუში ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიო თამაშები, რომელიც წელიწადში 4-ჯერ იმართება და სპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებას წარმოადგენს. აქ მსოფლიოს 116 ქვეყნის საუკეთესო ათლეტი სპორტის 34 სახეობაში იასპარეზებს.
მსოფლიო კარატეს ფედერაციის (WKF) ეგიდით 🥋კარატეს შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რეიტინგის სპორტსმენები, რომლებიც დომინერებენ კარატე 1-ის პრემიერ ლიგის, მსოფლიო და კონტინენტური ჩემპიონატების ასპარეზობებში.
ამ მაღალი რანგის ღონისძიებაში სამსაჯოდ მიწვეულია მსოფლიო რეიტინგის 16 საუკეთესო მსაჯი, რომელთა შორისაა ევროპის კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომისიის წევრი, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, თათი მელუა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.