მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან გრუნ-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF). 2023 წელს განხორციელებული პირველი უპრეცედენტო კვლევისა – „Future of Jobs” და გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, 2024 წელს უკვე მეორე ერთობლივი კვლევა – „The Global Risk Report“-ი, განხორციელდა.
კვლევაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, მარიამ ლაშხი, თენგიზ თაქთაქიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ ანგურიძე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში, ვისთან ერთადაც WEF-ი ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა, სწორედ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.
კვლევის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…