მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2025 დასრულდა – რა განიხილეს დავოსში? (bm.ge)

მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებისა და ბიზნესსექტორის წამყვანი წარმომადგენლების ერთკვირიანი სამიტი შვეიცარიაში დასრულდა. 20-24 იანვარს, დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, რომელთა შორისაცაა:
შუა აღმოსავლეთი – ს მიერ ჰამასთან და ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონული მშვიდობა იყო. სამიტში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ვინმეს შეუძლია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს დარწმუნება პალესტინის სასიკეთოდ, ეს ა.
ამასთან, ირანმა ფორუმზე გააჟღერა, რომ მზად არის ატომური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართოს. როგორც თეირანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ირანს არ აქვს არავითარი ინტერესი ან ამბიცია, რომ ატომური ბომბი შექმნას და, შესაბამისად, სამეზობლოსა და მსოფლიოს საფრთხეს არ უქმნის.
– მსოფლიო ლიდერებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეო მიმართვიდან კი ცნობილი გახდა, რომ მას პუტინთან შეხვედრა დაუყოვნებლივ სურს, რათა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ფინანსები – ფინანსისტებისთვის მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიზნესისთვის რეგულაციების შერბილება იყო, რაც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალი კონტრაქტებისა და შეთანხმებების გაფორმებას დაედება საფუძვლად. ინვესტორები და ბანკირები, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერეს იმედიანად უყურებენ.
განხილვის საკითხი იყო კრიპტო ინდუსტრიაც, თუმცა თემას გასულ წლებში გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობოდა.
ხელოვნური ინტელექტი – ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა და ინვესტორებმა ეკონომიკურ სამიტზე ხელოვნური ინტელექტის როლზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ხელსაწყოს ავტომატური მოქმედებისთვის AI აგენტების გამოყენება, ადაპტაციის სრულიად ახალ ტალღას დაუდებს საფუძველს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამუშაო ძალაზე.
ენერგეტიკა – დავოსის დელეგატებმა ენერგოსექტორის მნიშვნელოვან ცვლილებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა აშშ-ის ენერგოსექტორის მიერ წარმოების ზრდას, თხევადი გაზის პროექტების განხორციელების ტემპის დაჩქარების მნიშვნელობას. განხილვის საკითხი იყო ევროკავშირისთვის აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებაც, თუ გაერთიანება აშშ-სგან მეტ გაზს არ შეიძენს.
ჩინეთი – ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ ჩინური კომპანიების მმართველ რგოლებში შეშფოთება გააჩინა. ინვესტორები და აღმსრულებელი დირექტორები ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესების რისკებზე მიუთითებდნენ.
თუმცა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებისგან თავი შეიკავა და ფორუმზე თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში ჩინეთის ჩართულობაც საჭიროა.
ევროპა – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირს “საგარეო საფრთხედ” ესახება, მისი თქმით, EU-ს ლიდერებმა ერთობლივად უნდა უპასუხონ ამ გამოწვევებს, რისი დიდი პოტენციალიც არსებობს.
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი ისაუბრა ბლოკის სურვილზე, ინოვაციურ სტარტაპებსა და კომპანიებს აშშ-ში რელოკაციის სურვილი არ ჰქონდეთ, რის გამოც ბლოკი ისეთი წესების შემოღებას განიხილავს, რომლებიც სტარტაპებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მარტივად ოპერირების საშუალებას მისცემთ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1971 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იმართება შვეიცარიაში. საერთაშორისო სამიტი წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, წამყვანი ბიზნესმენები და დიპლომატები ესწრებიან. მას წელს 3 000 მონაწილე ჰყავდა 130-ზე მეტი ქვეყნიდან, 50-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურის ჩათვლით.
2025 წლამდე ფორუმში მონაწილეობას საქართველოც იღებდა, თუმცა წელს მიწვეული არ იყო. ს შემდეგ არსებული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე, “ქართულო ოცნების” მთავრობის პრემიერმინისტრი ირაკლი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
წყარო: bm.ge