მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა – საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ე პოზიციაზეა, შეფასების 11 – წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, კორუფციის კონტროლის მიმართულებით გლობალურ რეიტინგს ქმნის.
კერძოდ, საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში კი საქართველო 22-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 – წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ამ პერიოდში საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა. 2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%-ი ჰქონდა მინიჭებული, 25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო. დღეს საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, , პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, , ჩეხეთი დ ა.შ.
საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.