მსოფლიო ბანკმა 2025 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკი (WB) 2025 და 2026 წლებში მსოფლიო ეკონომიკის 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს, რაც 0,3%-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების მიზეზად ორგანიზაცია ასახელებს -ს მიერ იმპორტზე 10%-იანი ტარიფების შემოღებას.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნების მშპ-ის ზრდა 2025 წელს 4.1%, ხოლო 2026 წელს – 4% იქნება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2025 წელს შენელდება 4,5%-მდე, აშშ-ის ეკონომიკა კი წელს 2,3%-ით გაიზრდება.
2025 წელს ევროზონაში მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1%-ია, ხოლო ს მშპ 1,6%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025 და 2026 წლებში მსოფლიოში საშუალო ინფლაცია 2,7% იქნება.