მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა(WB) 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.
ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს, 6%-ით გაიზრდება. ივნისში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 5%-ით უნდა გაზრდილიყო.
რაც შეეხება 2024 წლის მშპ-ს მაჩვენებელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 9% შეადგინა.
რაც შეეხება 2026 წელს, მსოფლიო ბანკმა მომავალი წლის პროგნოზი უცვლელი დატოვა და ის კვლავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.