მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად.
ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად – საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად.
გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი.
რეგიონის ქვეყნების 2024 წლის ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:
სომხეთი – 5.5%;
აზერბაიჯანი – 2.3%;
საქართველო – 5.2%;
– 2.2%;
– 3.2%.