მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკის მოხსენების თანახმად, -ის ეკონომიკა – მსოფლიოში უდიდესი – წელს ორჯერ უფრო ნელა (1.4%) გაიზრდება, ვიდრე 2024 წელს (2.8%). ამის მიზეზად დასახელებულია „სავაჭრო ბარიერების მნიშვნელოვანი ზრდა“. სავაჭრო ომების დაწყებამდე, 2025 წლის იანვარში მსოფლიო ბანკი აშშ-ის ეკონომიკის 2.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
მსოფლიო ბანკმა ასევე 0.4 პროცენტით შეამცირა გლობალური ზრდის პროგნოზი. ამჟამად ელიან, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2025 წელს მხოლოდ 2.3%-ით გაიზრდება, 2024 წლის 2.8%-თან შედარებით.
მსოფლიო ბანკი ანგარიშს „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ შესახებ წელიწადში ორჯერ გამოსცემს. „დღეს მსოფლიო ეკონომიკა კვლავ ტურბულენტობაშია“, – წერია დოკუმენტში. – „კურსის სწრაფი კორექტირების გარეშე, მოსახლეობის ცხოვრების დონეს შეიძლება ღრმა ზიანი მიადგეს.“
ამ პროგნოზის მიხედვით ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2024 წლის 5%-დან 4.5%-მდე შემცირდება წელს, მომავალ წელს კი – 4%-მდე. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ტრამპის მიერ ექსპორტზე დაწესებული ტარიფების, უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის და დაბერებული სამუშაო ძალის გამო დაზარალდა.
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ ევროს ვალუტის მქონე 20 ევროპული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა წელს მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს. ტრამპის ტარიფები, სავარაუდოდ, ევროპულ ექსპორტსაც დააზარალებს.
მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა წელსაც ინდოეთი იქნება, სადაც 6.3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდები. თუმცა ეს მაჩვენებელი 2024 წლის 6.5%-თან და იანვარში ბანკის მიერ 2025 წლისთვის პროგნოზირებულ 6.7%-თან შედარებით ნაკლებია.
ფორუმი