მსოფლიო ბანკი უკრაინულ სადაზღვევო კომპანიებში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს – უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) უკრაინულ სადაზღვევო კომპანიებში ინვესტიციებს ჩადებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ანდრეი პიშნიმ მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალია უკრაინელი სადაზღვევო კომპანიებისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებს ინვესტიციებისთვის განიხილავენ“, – ხაზი გაუსვა პიშნიმ.
მისი თქმით, არასაბანკო სექტორმა, კერძოდ, სადაზღვევო სექტორმა, რადიკალური თვისებრივი განახლება განიცადა და ახლა შეიძლება უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინის სადაზღვევო ბაზრის განვითარებას.
ვრცლად liga.net – ზე