ორშაბათს, 27 ნოემბერს ოქროს ფასმა უნციაზე 2000 დოლარს გადააჭარბა და 6-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე თბილისის დროით 16:00 საათზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 014 დოლარს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალია მაისის შემდეგ.
რაც შეეხება ვერცხლს, ბირჟაზე ერთი უნცია 24,76 დოლარს შეადგენს, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც Financial Times-ი წერს, ძვირფასი ლითონის ღირებულების მუდმივი ზრდა გამოწვეულია აშშ დოლარის შესუსტებით ინვესტორების ნდობის გაზრდის გამო, რომ ფედერალურმა რეზერვმა დაასრულა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი.