მსოფლიო ახალი წლისთვის ემზდება – ვაშინგტონის მთავარი ნაძვის ხე სადღესასწაულო ფერებში განათდა

ვაშინგტონის მთავარი ნაძვის ხე სადღესასწაულო ფერებში განათდა და ამერიკა საშობაო სამზადისს შეუდგა. თეთრი სახლის პარკში, ეროვნული ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონია გაიმართა. 12 მეტრის სიგრძის, ნორვეგიული ნაძვი, დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული ტყიდან – ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პირველ ლედისთან ერთად აანთო.
საშობაო ნაძვის ხე მხოლოდ დასაწყისისა. ნამდვილი საახალწლო თავგადასავალი თეთრი სახლის კარის შეღებისთანავე იწყება. ტრადიციულად დეკემბერში, პრეზიდენტის რეზიდენცია ჯადოსნურ სამყაროდ იქცევა, რომელსაც ამერიკის პირველი ლედი წარადგენს. ჯილ ბაიდენმა 2023 წლის თემად მაგია, საოცრება და სიხარული აირჩია. თეთრ სახლში 98 ნაძვის ხე, 140 ათასზე მეტი განათება და სხვადასხვა საშობაო დეკორაციაა. ერთ-ერთი პირველი ნაძვი, რომლის სიგრძეც 6 მეტრია, დაღუპული სამხედროების ხსოვნას ეძღვნება.
ვაშინგტონთან ერთად ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა ნიუ იორკშიც. ჯადოსნური სანახაობისთვის, უამრავი ადგილობრივი და ტურისტი შეიკრიბა. როკფელერის ცენტრში 12 მეტრის სიგრძის ნაძვზე 50 ათასზე მეტი საახალწლო განათებაა
საახალწლო სამზადისი დაიწყო გაერთიანებულ სამეფოშიც. ლონდონში, დაუნინგ სთრითზე შობა -ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გაანათა.
საახალწლოდ განათდა ევროპის ქუჩებიც. მადრიდის ცენტრში, ათასობით ადამიანი საშობაო განათების ჩართვის და ნაძვის ხის ანთების სანახავად შეიკრიბა. სოლის მოედნის დიდი ნაძვის ხის განათებით, ესპანეთში საშობაო სეზონი გაიხსნა.
საახალწლო განწყობაა საფრანგეთშიც. პარიზში საშობაო განათებები უკვე აინთო. ელისეის მინდვრებზე 400 ხის განათებას ასობით ტურისტი და ადგილობრივი ესწრებოდა.
საშობაო სამზადისი მთელ მსოფლიოში დაიწყო. ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულამდე დროის ათვლა დაწყებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია