2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში გლობალური ავტომობილების წარმოებამ შეადგინა 66,930,442 ერთეული. ავტომობილების მწარმოებელთა მსოფლიო ორგანიზაციის (OISA) მონაცემებით, ეს 10%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ამ რაოდენობიდან ყველაზე დიდი წილი – 47 962 217 ერთეული, მსუბუქი ავტომობილებზე მოდის (+10%).
წარმოებული მსუბუქი კომერციული მანქანები – 15,992,426 ერთეულია (+10%); დიდი სატვირთო მანქანები – 2,754,941 ერთეული (+10%); ავტობუსები – 220 858 ერთეული (+30%).
ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილეს ავტომწარმოებელად რჩება, სადაც 9 თვეში 21 მილიონზე მეტი ერთეული იქნა წარმოებული, რაც 7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
მეორე ადგილს იკავებს აშშ, 8,1 მილიონზე მეტი ერთეულით (+9%);
მესამეზეა იაპონია – თითქმის 6,6 მილიონი ერთეულით (+16%).
ასევე პირველ ხუთეულშია: ინდოეთი – 4,5 მილიონი ერთეულით (+8%) და სამხრეთ კორეა – 3,2 მილიონი ერთეულით (+17%).