მსოფლიოში COVID-19-ის ახალი ვარიანტი აქტიურდება

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) მონაცემებით, COVID-19-ის ბოლო ვარიანტი JN.1 ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების შემთხვევათა 30%-ის მიზეზია და ეს მაჩვენებელი იზრდება.
CDC აცხადებს, რომ JN.1 ახლა კოვიდის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია და მომავალში მისი გავრცელება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ის ძალიან გავს ვარიანტ BA.2.86-ს, რომელიც ომიკრონის ქვევარიანტია და რომელიც აგვისტოში გამოჩნდა.
„JN.1-ის გავრცელების მასშტაბების ზრდა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ის ან ძალიან გადამდებია, ან თავს არიდებს ჩვენს იმუნურ სისტემას,“ – ნათქვამია CDC-ის ინფორმაციაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ სწრაფი გავრცელების მიუხედავად, არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ JN.1, სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მომატებულ რისკს წარმოადგენს, რადგან დაავადების დამძიმების მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ არსებული ვაქცინები, ტესტები და მკურნალობის მეთოდები JN.1-ის წინააღმდეგ ეფექტიანია.
„ეს ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა, საბედნიეროდ, ამჟამინდელი განახლებული ვაქცინა კვლავ უზრუნველყოფს კარგ დაცვას მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ასევე გიცავთ სიკვდილისგან,“ – განაცხადა დოქტორმა უილიამ შაფნერმა.
CDC-ის მონაცემებით, ადამიანების სიმპტომები და დაავადების სიმძიმე უფრო მეტადაა დამოკიდებული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმუნიტეტზე, ვიდრე იმაზე, კოვიდის რა ვარიანტით არიან ისინი ინფიცირებულები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდით, გრიპითა და რესპირატორულ-სინსიტიარული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
„ჩვენ ველოდით ასეთ ზრდას, რადგან კოვიდ-19-ს აქვს ზრდის ტენდენცია და პიკს ზაფხულის ბოლოს მიაღწია, შემდეგ კი, ახალი წლისთვის, კვლავ პიკი დადგა,“ – აცხადებს CDC და აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება შტატებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარებას.
ჰოპკინსის ცენტრის წარმომადგენლის ამეშ ადალიას სიტყვებზე დაყრდნობით Independent-ი წერს, რომ JN.1-ის სამკურნალოდ ეფექტიანია “პაქსლოვიდი”.
ახალი ვარიანტის გავრცელება დიდ მასშტაბებს იძენს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, საბერძნეთში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ