თუ მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 10 იქნებოდა, აქედან ოთხი ამერიკაში იცხოვრებდა, ერთი – ჩინეთში, ხოლო დანარჩენი – მთელ მსოფლიოში. საერთო ჯამში, ეს ჯგუფი 60 მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებიც 226 ტრილიონ დოლარს ფლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ბაზრებზე სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზარდა ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ სიმდიდრეზე კონტროლს კვლავ ინარჩუნებს.
UBS-ის 2025 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის მონაცემების საფუძველზე გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.
2025 წელს, დაახლოებით ყოველი ათიდან ერთი ზრდასრული ამერიკელი მილიონერია, რაც ჯამში 23.8 მილიონ ადამიანს უტოლდება. ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკოს ყურის არეალი ქვეყნის უმდიდრეს ქალაქებად მიიჩნევა, შემდეგ მოდის ჩიკაგო და ჰიუსტონი. ცალკეული ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მილიონერების ყველაზე სწრაფი ზრდა სკოტსდეილში, არიზონაში დაფიქსირდა.
რეიტინგში, 6.1 მილიონი ზრდასრული ადამიანით, ჩინეთი მეორე ადგილზეა. 2014 წლიდან მილიონერების ზრდამ შენჭენში 124%-ით შეადგინა. ცნობისთვის, იქ ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური მოთამაშეების შტაბბინებია განთავსებული, როგორიცაა Tencent-ი და Huawei.
მესამე ადგილზე საფრანგეთია, სადაც მილიონერების რაოდენობა ჩინეთში არსებულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. აქ ასევე ცხოვრობს ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მილიარდერი, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასა და ლუქსემბურგში მილიონერების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, თითოეულში ყოველი შვიდი ზრდასრული ადამიანიდან ერთი მილიონერია. მილიონერების მაღალი წილია ჰონგ-კონგში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, სადაც ეს თანაფარდობა 10 ზრდასრულიდან ერთს შეადგენს.
ტოპ-25 ქვეყანა მილიონერების რაოდენობის მიხედვით:
FORBS.GE
