უცნობი კომპანია გამოუშვებს ელექტრო ჰიპერკარს, რომლის აჩქარება 1,5 წამში 60 მილი (100 კმ/სთ-მდე) იქნება საათში.
ორკარიანი Ararkis Sandstorm-ს ექნება ორძრავიანი სიმძლავრე ექნება 115 კილოვატსაათიანი ბატარეით. ჰიპერკარი 20 ცალი გამოვა და მისი ფასი $2 მლნ იქნება.
Ararkis Automobili რეგისტრირებულია ლონდონის კოვენტ გარდენში. კომპანიის განცხადებით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრო საგზაო ჰიპერმანქანის გამოუშვებს. Sandstorm კუპეს შეეძლება 100კმ/სთ-მდე 1,5 წამში აჩქარდეს და 300 კილომეტრ საათში მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიოს. ამ დროისთვის მანქანა მხოლოდ რენდერებში არსებობს.
Ararkis დააარსა სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ბიზნესმენმა პრივენ რედიმ, რომელმაც წამოიწყო რამდენიმე IT სტარტაპი და შექმნა ასევე EON Aerospace – ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია. რედის არ აქვს გამოცდილება საავტომობილო წარმოებაში და ოფიციალური Ararkis-ის ანგარიშებიდან უცნობია, ვინ ააწყობს Sandstorm-ს, რა კომპონენტებიდან და რა ეტაპზეა პროექტი.