iPhone-ის მწარმოებელი კიდევ ერთხელ მოექცა ყოველწლიური კორპორაციული რეპუტაციის რეიტინგის სათავეში. სამეულშია Microsoft და Amazon.
ყოველწლიურად, ბიზნეს-ჟურნალი Fortune მსოფლიოში ყველაზე „პატივცემულ“ კომპანიებს ასახელებს, რომელთაც 10 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. სრული სია 1500 კომპანიას (1000 შეერთებული შტატებიდან და 500 შტატებს გარეთ) მოიცავს.
სია შემდეგ 50-მდე შემცირდა დაახლოებით 4 000 ხელმძღვანელისა და ანალიტიკოსის შეფასებების საფუძველზე.
საბოლოო ჯამში, Apple კვლავ რეიტინგის სათავეში მოექცა. მას უმაღლესი ქულები აქვს ზედიზედ მე-17 წელია სოციალური პასუხისმგებლობის, ფინანსური მდგრადობის, ინოვაციებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.
ტექნოლოგიურ გიგანტს მოსდევს Microsoft და Amazon. Microsoft პირველადაა მეორე ადგილზე და ნომერი პირველი პოზიცია აქვს კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში. Amazon ერთი პუნქტით დაეცა, მაგრამ მაინც ლიდერობს ინტერნეტ სერვისებსა და საცალო ვაჭრობაში.
იმავდროულად, Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-ი, გასული წლის სიიდან ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-7 ადგილი დაიკავა. ტოპ 10-შია ასევე Nvidia
COVID-ის ვაქცინების მწარმოებელი კომპანია Moderna პირველად მოხვდა „ყველა ვარსკვლავის“ რეიტინგში და 37-ე ადგილი დაიკავა.