მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა სომალია – რეიტინგი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წლის მსგავსი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს, ყველაზე დაბალი შედეგები აქვთ არადემოკრატიულ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, სადაც ხშირ შემთხვევაში სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებია, სამოქალაქო არეულობა, ჰიპერინფლაცია და ორგანიზებული კრიმინალი არის გავრცელებული.
ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
· სომალი – 11 ქულა;
· ვენესუელა – 13 ქულა;
· სირია – 13 ქულა;
· სამხრეთ სუდანი – 13 ქულა;
· იემენი – 16 ქულა;
· ნიკარაგუა – 17 ქულა;
· ჩრდილოეთ კორეა – 17 ქულა;
· ჰაიტი – 17 ქულა;
· ეკვატორული გვინეა – 17 ქულა;
· თურქმენეთი – 18 ქულა.