მსოფლიოში ყველაზე იაფი დიზელი ვენესუელაშია და 1 თეთრი ღირს – ქვეყნების რეიტინგი

ქვეყნების რეიტინგს, სადაც დიზელი ყველაზე იაფია Global Petrol Price აქვეყნებს. სიის სათავეში 40 ქვეყანას შორის ვენესუელაა. 2024 წლის ივლისში იქ 1 ლიტრი დიზელი $0.004 ღირდა (საშუალოდ 1 თეთრი). კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 1 ლიტრი დიზელის საშუალო ფასი 1.23 დოლარია.
სამეულშია ირანი და ლიბია. ათეულში მე-10 ადგილზე მოხვდა მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც დიზელი 0.471 დოლარი ღირს. სხვა მეზობელი და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან, 24-ზეა ბელარუსი ($0.736), 25-ზე – ($0.767).
იმ ქვეყნების ათეული, სადაც დიზელი ყველაზე იაფია, ასეთია:
ვენესუელა – 1 ლიტრი ბენზინი $0.004 ღირს;
ირანი – $0.006;
ლიბია – $0.031;
ეგვიპტე – $0.210;
ალჟირი – $0.216;
ანგოლა -$0.234;
თურქმენეთი – $0.286;
– $0.306;
ქუვეითი – $0.375;
აზერბაიჯანი -$0.471.