მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის, ფინეთის პრეზიდენტმა ბედნიერების სამი მიზეზი დაასახელა

ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთი ზედიზედ მეშვიდე წელია ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებული, მსოფლიო ბედნიერების 2024 წლის ანგარიშით.
ამ ფაქტს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ კოლექტიურ ბედნიერებას ბევრი მიზეზი აქვს, პირადად მისთვის კი ასეთი სამია:
1. ბუნება;
2. ნდობა;
3. განათლება.
მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2012 წლიდან მზადდება გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით.
2024 წლის ანგარიშით, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში ფინეთის გარდა, პირველ ხუთეულში არიან: , ისლანდია, შვედეთი და . ბოლო, 143-ე ადგილზე, ავღანეთია.
ანგარიშის თანახმად, საქართველო 91-ეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია(82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა.
მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის საფუძველია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით.