მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლის მილიარდერის ქონება $5.4 მლრდ-ია – Forbes-ის რეიტინგი

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის რეიტინგში 21 პირი ოცდაათ წლამდე ასაკისაა.

მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის გერმანელი იოჰანეს ფონ ბაუმბახია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი კერძო ფარმაცევტული კომპანიის, გერმანული Boehringer Ingelheim-ის მემკვიდრეა.

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებიდან უმრავლესობას სიმდიდრე მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე 20 წლის ლივია ვოიგტ დე ასისია – $1.2 მილიარდით (სამრეწველო მანქანების ბიზნესი), მესამეზე კი ასევე 20 წლის კლემენტე დელ ვეკიო – $6.6 მილიარდით (სათვალების ბიზნესი).