მსოფლიოში ფოლადის წარმოებით ჩინეთი ლიდერობს – როგორია მწარმოებელთა TOP 10 – World steel association

მსოფლიოში ფოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. ფოლადის წლიურად 1,032,790 მლნ ტონა წარმოებით, რაც მსოფლიო წარმოების 54% ნიშნავს და ამ ნიშნულით, ჩინეთი ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
World Steel Association-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სულ 1,888,200 მლნ ტონა ფოლადის წარმოება მოხდა. ფოლადის წარმოებით, ჩინეთის შემდეგ, სამეულშია – ინდოეთი და იაპონია 140.2 მლნ და 87 მლნ ტონა ფოლადის წარმოებით.
ფოლადის მწარმოებლების ათეულში 2023 წელს მეხუთე ადგილზე იყო (75.8 მლნ ტონა) და მე-8 ადგილზე თურქეთი (33.7 მლნ ტონა).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში 24-ე ადგილზეა (6.2 მლნ) და 37-ზე ყაზახეთი (3.9 მლნ). რეიტინგში საქართველო 101 ადგილზეა.
2023 წელს მსოფლიოში ფოლადის მთავარ მწარმოებელთა ათეული ასეთია:
ჩინეთი – 1,019.1 მლნ ტონა ფოლადი;
ინდოეთი – 140.2 მლნ ტონა ფოლადი;
იაპონია – 87 მლნ ტონა ფოლადი;
– 80.7 მლნ ტონა ფოლადი;
რუსეთი -75.8 მლნ ტონა ფოლადი;
სამხრეთ კორეა – 66.7 მლნ ტონა ფოლადი;
გერმანია – 35.4 მლნ ტონა ფოლადი;
თურქეთი – 33.7 მლნ ტონა ფოლადი;
ბრაზილია – 31.9 მლნ ტონა ფოლადი;
ირანი – 31.1 მლნ ტონა ფოლადი.