მსოფლიოში უძველესი შოკოლადის ბრენდი თითქმის 250 წლისაა

მარტო ამერიკაში 3000-მდე შოკოლადის ბრენდი. ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Mars Wrigley Confectionery-ია, რომლის გაყიდვებით 2023 წლის მდგომარეობით $20.0 მილიარდს შეადგენდა. შოკოლადის მსოფლიო ინდუსტრიას აქვს$ 62,4-მილიარდიანი ბაზარი. 2022 წელს მსოფლიოში 7,5 მილიონ ტონაზე მეტი შოკოლადი გაიყიდა.
გთავაზობთ უძველესი შოკოლადის ბრენდებს:
Hershey’s Chocolate შოკოლადის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ბრენდია ამერიკაში. იგი 1894 წელს მილტონ ს. ჰერშის მიერ დაარსდა. მან ტკბილეულის წარმოება ლანკასტერში, პენსილვანიაში დაიწყო.
მას მოსდევს, Nestle, რომელიც ბაზარზე 1866 წელს გამოჩნდა.
მეშვიდე პოზიციაზეა Neuhaus Chocolate. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც ფუნქციონირებს 1800-იანი წლების ბოლოდან. კომპანიის დამფუძნებელი ჟან ნეუჰაუსი ჯერ ფარმაცევტი იყო, შემდეგ მაღაზია გახსნა, სადაც თავიანთ შოკოლადს ყიდდნენ.
მე-6 არის The Ghirardelli Chocolate Company, რომელიც სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიაა. ის აწარმოებს შოკოლადს შეერთებულ შტატებში 1852 წლიდან. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტია მუქი შოკოლადის ბურთები, რომელიც კომპანიის ყველაზე გაყიდვადია ტკბილეულია. კომპანია შოკოლადის მწარმოებელმა დომინგო გირარდელმა 1852 წელს დააარსა.
მეხუთე უძველესი შოკოლადის ბრენდი არის ბრიტანული J.S. Fry & Sons-ი. რომელიც 1919 წელს შეიქმნა Cadbury’s შოკოლადთან გაერთიანების შემდეგ.
მეოთხეზეა – შვეიცარიული Lindt-ის შოკოლადი, რომელიც ბაზარზე 1845 წლიდან არსებობს, რაც მათ შოკოლადს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბრენდად აქცევს.
მესამეზეა – Whitman’s-ი, მეორე უძველესი ამერიკული შოკოლადის კომპანია. კომპანია დაარსდა 1842 წელს სტივენ ჯ. უიტმენის მიერ ფილადელფიაში. მაღაზიის მდებარეობიდან გამომდინარე, უიტმენის საკონდიტრო ნაწარმი პოპულარული იყო მოგზაურ მეზღვაურებსა და მათ ცოლებში.
მეორეზეა – Cailler Chocolate Company, საოჯახო ბიზნესი, რომელიც შოკოლადს 1819 წლიდან ამზადებს. კომპანია დაარსდა შვეიცარიაში ფრანსუა-ლუი კალერის მიერ და დღეს Nestle-ს ეკუთვნის.
უძველესი შოკოლადის ბრენდი – Baker’s Chocolate Company-ია, რომელიც 200 წელზე მეტია შოკოლადს აწარმოებს. Baker’s Chocolate Company დააარსა ჯეიმს ბეიკერმა, რომელმაც კომპანია 1780 წელს დააარსა, რითაც იგი მსოფლიოში უძველეს შოკოლადის კომპანიად აქცია.
დღესდღეობით, Baker’s Chocolate Company არის შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.