მსოფლიოში საბრძოლო მასალის ფასები გაიზრდება – Newsweek

ამერიკული კომპანია Vista Outdoor, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მწარმოებლებს – Remington, CCI, Alliant Powder, Federal ფლობს იტყობინება, რომ ტყვია-წამლის გლობალური დეფიციტის ალბათობაა. შესაბამისად, მომავალ წელს კომპანია იძულებული იქნება საბრძოლო მასალის ფასი გაზარდოს. ამის შესახებ Newsweek იტყობინება.
Vista Outdoor-ის მომხმარებლებისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, საბრძოლო მასალის ფასების გაზრდის მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებია, სადაც უპრეცედენტო მოთხოვნა და ტყვია-წამლის მოსალოდნელი გლობალური დეფიციტია.
„მსოფლიო მოვლენების გამო, ჩვენმა მომწოდებლებმა გვაცნობეს უპრეცედენტო მოთხოვნისა და მოსალოდნელი გლობალური დეფიციტის შესახებ. შედეგად, ჩვენი ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – წერს წერილში გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი ბრეტ ნელსონი. მან დასძინა, რომ ახალი ფასების სია უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი.
ფასების ზრდა გავლენას მოახდენს Remington-ის, CCI-ის, Federal-ის პროდუქტებზე. საბრძოლო მასალის ფასები 1-7%-ის ფარგლებში გაიზრდება, Alliant Powder-ის – 10%-მდე, ხოლო ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომელმა მსოფლიო მოვლენებმა მოახდინა გავლენა დენთის დეფიციტზე, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინის ომმა და კონფლიქტმა ისრაელსა და ჰამასს შორის გამოიწვია საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნა.
საბრძოლო მასალის ფასები ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. ისინი საგრძნობლად გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს, რადგან მიწოდება მკვეთრად გაიზარდა და მიწოდების ჯაჭვები სერიოზულად შეფერხდა.
Vista Outdoor 40-მდე ბრენდის სპორტულ, გარე და სასროლ პროდუქტს ფლობს.