მსოფლიოში პირველი MRI-მართვადი მანქანა, სიმსივნეების გაყინვას და ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებას ოპერაციის გარეშე შეძლებს

ავსტრალიამ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი MRI-მართვადი მანქანა, რომელსაც შეუძლია სიმსივნეების გაყინვა და ქრონიკული ტკივილის შემსუბუქება ოპერაციის გარეშე.
როგორც ავსტრიელი მეცნიერები აღნიშნავენ, ეს წარმოუდგენელი ტექნოლოგია აერთიანებს მაგნიტურ გამოსახულებას კრიოაბლაციასთან – პროცესს, რომელიც პოულობს და ანადგურებს ქსოვილს ექსტრემალური სიცივის გამოყენებით.
მანქანა იყენებს დეტალურ MRI სკანირებას სხეულის შიგნით ღრმად პრობლემური უბნების საპოვნელად. შემდეგ, ის იყენებს კონტროლირებად გაყინვას სიმსივნეების ან ტკივილის გამომწვევი ნერვების გასანადგურებლად ჯანმრთელი ქსოვილის შეხების გარეშე.