მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს

მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს
მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.
„მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად, კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 ენჯეო, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი“ გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი