მსოფლიოში პირველი მის ხელოვნური ინტელექტი მაროკოელი ბოტი გახდა

სულ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი პერსონაჟებისთვის სილამაზის კონკურსი გაიმართა. კონკურსში, რომელშიც 1 500-ზე მეტი კომპიუტერულად გენერირებული ქალის გამოსახულება მონაწილეობდა, გამარჯვება მაროკოელ კენზა ლაილის ხვდა წილად.
ლაილი, რომელიც ჰიჯაბს ატარებს, აქტივისტად და ინფლუენსერად გვეცნობა. ინსტაგრამზე მას 195 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღწერიდან ვიგებთ, რომ მისი შექმნილი კონტენტი მაროკოულ კულტურას წარმოაჩენს და მიზანმიმართულია მაროკოსა და შუა აღმოსავლეთში ქალების გაძლიერებისკენ. პერსონაჟის შემქმნელები კონკურსში გამარჯვებისთვის სოლიდურ ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.
მის ხელოვნური ინტელექტის კონკურსი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელთა საერთაშორისო დაჯილდოების (WAICA) პროექტია. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია, გვაჩვენოს, “როგორ იცვლება სილამაზისა და შემოქმედებითობის აღქმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში”. მის ხელოვნური ინტელექტის გამოსავლენად კი 4-წევრიანი ჟიური შეიქმნა: ორი ადამიანი და ორი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პერსონაჟი. შეფასება სამ კრიტერიუმს ეყრდნობოდა: ნამდვილობა, ტექნოლოგიური გამართულობა და პოპულარობა.
“უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, AI ტექნოლოგიების შემქმნელები წარმომეჩინა და ხელოვნური ინტელექტის დადებითი გავლენისთვის გამესვა ხაზი”, — აღნიშნავს ლაილი, — “მის ხელოვნურ ინტელექტში გამარჯვება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რომ AI ტექნოლოგიის დახვეწა განვაგრძო”.
ლაილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ხელსაწყო არაა — “ის ასევე არის რევოლუციური ძალა, რომელსაც ინდუსტრიების ჩამოშლა, დამკვიდრებული ნორმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და აქამდე არარსებული შესაძლებლობების გაჩენა შეუძლია”. მის ხელოვნური ინტელექტი ამატებს, რომ AI ადამიანური შესაძლებლობების შესავსებადაა შექმნილი და არა — მათ ჩასანაცვლებლად.
“ხელოვნური ინტელექტის პოტენციალისა და დადებითი გავლენის ჩვენებით, მსურს, გავაქარწყლო შიშები და პოპულარიზება გავუწიო ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მიმღებლობას, თანამშრომლობას”, — აღნიშნავს ლაილი, — “განათლებითა და პოზიტიური მაგალითების ჩვენებით, ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე უფრო ინფორმირებული ვიქნებით და მას ოპტიმისტურად დავინახავთ”.
ლაილის გარდა, მის ხელოვნური ინტელექტის პრიზიორები გახდნენ ფრანგი ლალინა და პორტუგალიელი ოლივია. მეორეადგილოსან ლალინას ინსტაგრამზე 95 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურასა და მსოფლმხედველობას შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და ემპათიის პოპულარიზებას. რაც შეეხება ოლივიას, რომელმაც კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა, იგი 10 ათასზე მეტ გამომწერს “დიდ, ნამდვილ სამყაროში AI მოგზაურად” წარუდგენს თავს.
კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი შესანიშნავი საშუალებაა AI შემქმნელების მიღწევების საჩვენებლად და სტანდარტის ასამაღლებლად.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მის ხელოვნური ინტელექტის მიზანი უფრო ტექნოლოგიური ინოვაციის წახალისებაა, ბევრი ხაზს უსვამს მისით შექმნილ საშიშროებას — სილამაზის არარეალისტური სტანდარტებისა და ტოქსიკური მოლოდინების ნამდვილი ქალებისთვის თავსმოხვევას.
· საზოგადოება ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის 1921-1924-ის პრემიერა გაიმართება – პროექტის გენერალური სპონსორია ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის 1921-1924-ის პრემიერა გაიმართება – პროექტის გენერალური სპონსორია SOLO
· ეკონომიკა m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, Carpeteria-მ სპეციალური კოლექცია შექმნა m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, Carpeteria-მ სპეციალური კოლექცია შექმნა
· საზოგადოება ტოიოტა ცენტრი გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს ტოიოტა ცენტრი ბათუმი გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
· გადახედვა პოლიტიკა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყოფა
· გადახედვა საზოგადოება შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს