მსოფლიოში ნავთობის მთავარი მწარმოებლები აშშ, საუდის არაბეთი და რუსეთია – რეიტინგი

ყოველწლიურად მსოფლიო 4 მლრდ ტონაზე მეტ ნავთობს აწარმოებს. ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში ნავთობის მარაგების 50%-ს ფლობს. ამის შესახებ ინფო-გრაფიკას Ranking Royals-ი წერს.
შეერთებული შტატები ნავთობს 1850 წლიდან აწარმოებს. დღეს შეერთებული შტატები ნავთობის უდიდესი მწარმოებელია. -ში წარმოებული ნავთობის 43%-ზე მეტი ტეხასზე მოდის.
პორტალი წერს, რომ ნედლი ნავთობი მილიონობით წლის განმავლობაში დაბალი ჟანგბადისა და მაღალი წნევის გარემოში წარმოიქმნება.
1965 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ნავთობის მთავარ მწარმოებელი აშშ-ია და დღეში საშუალოდ 11 მლ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა. მეორე ადგილზე საბჭოთა კავშირი იყო. მესამეზე – ვენესუელა საუდის არაბეთმა, მერე ირანმა ჩაანაცვლა . 80-იან წლებში პირველობა საბჭოთა კავშირს ჰქონდა. 90-იან წლებში სამეულში საბჭოთა კავშირი ს ფედერაციამ ჩაანაცვლა, პირველ ადგილზე კი დღეში 9მლნ ბარელი ნავთობის წარმოებით იყო. სამეული არც 2000-იან წლებში შეცვლილა. 2020 წელს აშშ-ს მიერ ნავთობის წარმოება დღეში 16.5 მლ ნ ბარელამდე გაიზარდა დღეში. ამ დროისთვის, ნავთობის წარმოებით მეორე ადგილზე იყო საუდის არაბეთია 11 მლნ ბარელით და მესამეზე – რუსეთი – 10.7 ბარელი ნავთობით. 2022 წელს აშშ-ს 17 მლნ ბარელამდე გაზარდა დღეში ნავთობის წარმოება.
Ranking Royals-ის ცნობით, 2022 წელს გლობალურად მსოფლიოში 93.9 მლნ ბარელი ნავთობი იწარმოებოდა.
2022 წელს მსოფლიოში ნავთობის მსხვილი მწარმოებლები იყვნენ:
აშშ – 17.8 მლნ ბარელი დღეში;
საუდის არაბეთი – 12.1 მლნ ბარელი დღეში;
რუსეთი – 11.2 მლნ ბარელი დღეში;
კანადა – 5.6 მლნ ბარელი დღეში;
ერაყი – 4.5 მლნ ბარელი დღეში;
ჩინეთი – 4.1 მლნ ბარელი დღეში;
გაერთიანებული საამიროები – 4 მლნ ბარელი დღეში;
ირანი – 3.8 მლნ ბარელი დღეში;
ბრაზილია – 3.1 მლნ ბარელი დღეში;
ქუვეითი – 3 მლნ ბარელი დღეში.