“მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია – ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთო” – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

“მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია – ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთო” – ს განცხადება
“მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ვი­რახ­სნი­ლი კამ­პა­ნია, აღ­ვი­რახ­სნი­ლი პრო­პა­გან­და. ყველ­გან – ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­ში მიჰ­ყავთ ტრანსგენ­დერე­ბი და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ არ მოგ­წონთ თქვე­ნი სქე­სი შე­გიძ­ლი­ათ შე­იც­ვა­ლოთ. ეს პრო­პა­გან­და მო­ე­დო მთელ მსოფ­ლი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი. მეს­მის, რომ ერ­თის მხრივ, ეს არის მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხი მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის 90%-ზე მეტი ასე არის გან­წყო­ბი­ლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის დაც­ვა, აი, ამ მავ­ნე­ბე­ლი, პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი პრო­პა­გან­დის­გან. გა­და­ხე­დეთ მთელ მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა, რო­გო­რი ტენ­დენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ვი­რახ­სნი­ლი კამ­პა­ნია, აღ­ვი­რახ­სნი­ლი პრო­პა­გან­და. ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­ში მიჰ­ყავთ ტრანსგენ­დერე­ბი, ბავ­შვებს აჩ­ვე­ნე­ბენ ტრანსგენ­დერებს და ეუბ­ნე­ბი­ან, ყველ­გან – ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­ში მიჰ­ყავთ ტრანსგენ­დერე­ბი და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუ არ მოგ­წონთ თქვე­ნი სქე­სი შე­გიძ­ლი­ათ შე­იც­ვა­ლოთ. ეს პრო­პა­გან­და მო­ე­დო მთელ მსოფ­ლი­ოს.

დღეს არის სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჩვენ გვქონ­და ამის თა­ო­ბა­ზე გუნდში მსჯე­ლო­ბა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­ვი­და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩვე­ნი გუნ­დის სა­ხე­ლით გა­აჟ­ღე­რა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა. ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას სწო­რად გა­ი­გებს. ჩვენ ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მი­ვი­ღეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი, თუ გახ­სოვთ, მა­შინ მე გა­ვახ­მო­ვა­ნე ის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბის დე­ფი­ნი­ცი­ის გან­სა­ზღვრას კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. გახ­სოვთ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2017 წელს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­ნი­სა­ზღვრა ქორ­წი­ნე­ბის დე­ფი­ნი­ცია, რო­გორც ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს არის სა­კი­თხე­ბი, რა­საც სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მოდ­გო­მა. ჩვენ ვართ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რით, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამი­ტომ, ამას სჭირ­დე­ბა სწო­რი გა­აზ­რე­ბა და სწო­რი დაც­ვა. სწო­რი დაც­ვა სჭირ­დე­ბა ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბავ­შვებს და ზო­გა­დად, ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.”

აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

“ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის­ა და მისი გარ­და­უ­ვა­ლი მავ­ნე შე­დე­გე­ბის­გან დაცვა” – ესაა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქართულ ოც ებას ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ