მსოფლიოში იზრდება ამოქმედებისთვის მზადმყოფი ატომური იარაღის რიცხვი

გეოპოლიტიკურ დაძაბულობის ფონზე, მთელ მსოფლიოში ძლიერ გაიზარდა ატომური იარაღის მნიშვნელობა.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის, SIPRI-ის წლიური ანგარიშის თანახმად, ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფო სულ უფრო მეტად ეყრდნობა ბირთვულ დაშინებას: “ცივი ომის შემდეგ ასეთი ვითარება არ გვქონია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ატომურ იარაღს ასეთი განსაკუთრებული როლი ეთამაშა”, – ამბობს SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის ხელმძღვანელი ვილფრედ ვანი.
ინსტიტუტის დირექტორი დან სმიტი თვლის, რომ ახლა “კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დროა”.
SIPRI-ის გამოკვლევით, მსოფლიოში ახლა 12 ათასი ბირთვული ქობინია და მათგან 9500 ასამოქმედებლად მზადაა. ქობინების უმეტესობა -ის და ს ხელშია.
მესამე ადგილზეა ბრიტანეთი, რომელსაც მოჰყვებიან ატომური იარაღის მქონე სხვა ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, , ჩრდილოეთი კორეა და .
სავარაუდოდ, მომავალ წლებში ბირთვული იარაღის რაოდენობა გაიზრდება. ატომური ქვეყნები ავითარებენ არა მხოლოდ არსენალებს, არამედ იარაღის ახალ სისტემებს.
Sipri-ის მკვლევრების თანახმად, ში ომის დაწყების შემდეგ შემცირდა უდიდესი ბირთვული სახელმწიფოების – აშშ-ის და რუსეთის – არსენალების გამჭვირვალობა.
2023 წელს ბირთვული New-Start-ის ხელშეკრულება დატოვა რუსეთმა.
2010 წლის ხელშეკრულება ბირთვული იარაღის მარაგების შეზღუდვის შესახებ, რომელიც მოქმედებს 2026 წლამდე, ბოლო ორმხრივი ბირთვული შეთანხმებაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. მაისში რუსეთის არმიამ კრემლის ბრძანებით ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული