მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის ლიდერი აშშ-ში დააკავეს

აშშ-ში დააკავეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის, “სინალოას” ლიდერი, “ელ მაიო” ზამბადა. ფედერალურმა აგენტებმა ის ტეხასის ქალაქ ელ პასოს კერძო აეროპორტში აიყვანეს.
ზამბადას ბრალად ედება ფენტანილის წარმოება და დისტრიბუცია.
76 წლის ზამბადამ კრიმინალური ორგანიზაცია კიდევ ერთ გავლენიან ნარკობარონთან, ხოაკინ გუზმან ლოპეზთან, იგივე “ელ ჩაპოსთან” ერთად დაარსა. ელ ჩაპო რამდენიმე წლის წინ დააპატიმრეს.
-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, ზამბადასთან ერთად დააკავეს ელ ჩაპოს შვილიც.
დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა, Wall street Journal-ის მიხედვით, ზამბადა მექსიკაში თვითმფრინავში მოტყუებით აიყვანა სამართალდამცველმა, რომელიც ფედერალური ბიუროს დავალებით თვეების მანძილზე სინალოას კარტელში მუშაობდა. ზამბადას ეგონა, რომ მექსიკაში შიდა ფრენა იყო დაგეგმილი, თუმცა თვითმფრინავმა ის აშშ-ში ჩაიყვანა.
კიდევ ერთი ვერსიით, ზამბადა კერძო თვითმფრინავში გუზმან ლოპეზ უმცროსმა აიყვანა და ამერიკაში ჩამოიყვანა, სადაც გუზმანი თავისით ჩაბარდა სამართალდამცველებს. Fox News-ის ტეხასის კორესპონდენტის, ბრაიან ლენასის თქმით, ლოპეზმა ეს გააკეთა, რადგანაც სჯერა, რომ მისი მამა, იგივე “ელ ჩაპო” სწორედ ზამბადას გამო დაიჭირეს.