მსოფლიოში ავიაბილეთების ფასები 2026 წელს „სტაბილური“ დარჩება, რადგან ავიაკომპანიებს ტარიფების გაზრდის „შეზღუდული შესაძლებლობა“ აქვთ, – ასე მიიჩნევენ American Express Global Business Travel-ის ექსპერტები.
Air Monitor-ის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავიაბილეთების ფასები „ძირითადად იგივე იქნება, რაც 2025 წელს“, ხოლო წლიური ტარიფების ზრდა, სავარაუდოდ, ერთნიშნა რიცხვებში იქნება.
ევროპის ფარგლებში ბიზნეს კლასის რეისების ტარიფები 2026 წელს წლევანდელთან შედარებით 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო ეკონომ კლასის ტარიფები 3.4%-ით.
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ძირითად ტრანსატლანტიკურ მარშრუტებზე, ბიზნეს კლასის ტარიფები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად გაიზრდება, წინა წელთან შედარებით 0.2%-ით, ეკონომ კლასის ტარიფები კი 1.5%-ით შემცირდება, ხოლო პრემიუმ ეკონომ კლასის ტარიფები 1.8%-ით გაიზრდება.
ასევე, მომავალ წელს ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის რეისებზე ბიზნეს კლასი 3.6%-ით გაძვირდება, ხოლო ეკონომ კლასი, პირიქით, 2.1%-ით გაიაფდება.
ევროპიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით რეისებზე ბიზნეს კლასის ბილეთები 3%-ით, ხოლო ეკონომ კლასის ბილეთები 2.5%-ით გაიზრდება. თუმცა, პრემიუმ ეკონომ კლასის ბილეთები, სავარაუდოდ, 2.5%-ით შემცირდება.
American Express Global Business Travel-ის მონაცემებით, მოგზაურებს, რომლებიც ევროპიდან აზიაში ფრენას გეგმავენ, ბიზნეს კლასის ბილეთების 4.8%-იანი და ეკონომ კლასის ბილეთების უფრო მოკრძალებულ, 0.3%-იანს ზრდას შეუძლიათ ელოდონ.
წყარო: buyingbusinesstravel




