მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალზე ყველაზე ძვირი ბილეთების ფასი 6730 დოლარი იქნება

ინტერნეტ-გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალზე ყველაზე ძვირი ბილეთების ფასი 6730 დოლარი იქნება, ყველაზე იაფის – 2030 დოლარი. ამასთან, ჯგუფური ეტაპის მატჩებზე ბილეთების ფასები 60-დან 620 დოლარამდე მერყეობს.
აღნიშნავენ, რომ გულშემატკივრებს ჯგუფურ ეტაპზე შესთავაზებენ ოთხი კატეგორიის ბილეთებს:
I კატეგორია: 410-620 დოლარი II კატეგორია: 310-465 დოლარი III კატეგორია: 140-215 დოლარი IV კატეგორია: 60-105 დოლარი
ბილეთების კატეგორიები ფინალზე:
I კატეგორია: 6730 დოლარი II კატეგორია: 4210 დოლარი III კატეგორია: 2790 დოლარი IV კატეგორია: 2030 დოლარი 1tv.ge