მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა

გულის შეტევით 63 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა.
ბრემემ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო – ფინალში მის მიერ 85-ე წუთზე გატანილი პენალტით გერმანიამ არგენტინას 1:0 სძლია.
ის აგრეთვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ