მსოფლიოს 150-ზე მეტმა მეცნიერმა მოუწოდა ნატოს, არ მოერიდოს რუსეთს და წევრად მიიღოს უკრაინა

ნატოს მიერ უკრაინის მიწვევა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შეთავაზება იქნებოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოგვაშორებდა დაშოშმინების პოლიტიკას და დაგვაბრუნებდა საერთაშორისო სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან,“ აცხადებს ათეულობით მეცნიერი წერილში, რომელიც The Guardian-მა გამოაქვეყნა 27 ივლისს.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსეთმა საკმაოდ მშვიდად მიიღო ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება. მეთნიერთა თქმით, ეს აბათილებს მტკიცებას, რომ უკიდურესად ნერვიულობს, რომ ნატო მას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
„დროა, ვაღიაროთ, რომ რუსეთი ნატოში უკრაინის წევრობას ეწინააღმდეგო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუშლიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უწყვეტ აგრესიას,“ აცხადებენ წერილის ავტორები.
„ფოკუსი ‘ნატოს სავარაუდო გაფართოების გამო შიშებზე’ და მისი დაშოშმინების მცდელობაზე ყურადღების მიღმა ტოვებს რუსეთის გენოციდურ პროპაგანდას და სისტემურ სამხედრო დანაშაულებს ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მასობრივ ხოცვას, მასობრივ გაუპატიურებებსა და წამებას,“ წერია წერილში, რომელსაც 150-ზე მეტი მეცნიერი აწერს ხელს მთელი მსოფლიოდან.
ახლახან ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ნატოს 32-მა წევრმა განაცხადა, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას მისი წევრობისკენ მიმავალ „შეუქცევად გზაზე“, მაგრამ რაიმე ვადები არ დაუწესებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს