მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზ McDonald’s-ს შორის ბათუმის რესტორანიც მოხვდა – The Sun

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე McDonald’s-ის რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ს ფილიალი მეხუთე ადგილს იკავებს.
“შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში არსებული McDonald’s-ი სწრაფი კვების ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ფილიალია. რესტორანს სადა, დახვეწილი სტრუქტურა და წახნაგოვანი შუშის კედლები აქვს, მისი თანამედროვე დიზაინი კი ქალაქში არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტთან მოდის წინააღმდეგობაში”, – ნათქვამია The Sun-ის სტატიაში.
ბათუმი McDonald’s-ის დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
რეიტინგში პირველ ადგილს ირლანდიაში, ქალაქ ბრეიში მდებარე McDonald’s-ი იკავებს, რომელსაც ბუდაპეშტის, პორტოსა და მადრიდის რესტორნები მოჰყვება. ხუთეულს კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველო ხურავს.